რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოცემას ეუბნება, შეხვედრაზე მხარეები “დიპლომატიური გზებით გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე, რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებებზე, ასევე ამ პროცესში ანკარას როლზე” ისაუბრებენ.
ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის საწყის მოლაპარაკებებს მასპინძლობდა, 2022 წელს ომის დაწყებიდან თვეების შემდეგ, “მზადაა, იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში”.
