თეთრი სახლის პრესმდივანი: პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლევიტის თქმით, “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს“.

“პრეზიდენტი, მისი გუნდი აქტიურად არის ორიენტირებული ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რათა კონფლიქტი დასრულდეს და პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამას ამ კვირაში შევძლებთ”, – თქვა მან.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა ტრამპის მოწოდება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი, რომ “დაესწროს საუბრებს საერთაშორისო ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით”.

ლევიტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპისთვის კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება უკრაინის მინერალებზე წვდომის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა