EU უკრაინისთვის €20 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობას აგრძელებს – bloomberg

EU უკრაინისთვის €20 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობას აგრძელებს – bloomberg
ევროკავშირი 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის. ინფორმაციას Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ინიციატივის ფარგლებში EU-ს ქვეყნები ს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტების, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა ტიპის იარაღს გადასცემენ. დახმარების მიზანია უკრაინის სამხედრო ბრიგადების გაძლიერებაც.
დახმარების პაკეტზე მუშაობა უკავშირდება -ს პრეზიდენტის ს მიერ ომის დაწყების უკრაინაზე დაბრალებას, მისი პრეზიდენტისთვის, სთვის “დიქტატორის” წოდებასა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი რესპუბლიკელი სპიკერის განცხადებას, რომ ვაშინგტონს “აღარ აქვს მადა”, რომ სთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა განაგრძოს.
POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემის ინფორმაციით, პაკეტის თავდაპირველი ღირებულება 6 მილიარდი ევრო იყო, რის შემდეგაც 10 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
უცნობია კონკრეტული დრო, როდესაც ევროკავშირი პაკეტს დაამტკიცებს, ვინაიდან უნგრეთს უთქვამს, რომ იგი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას უკრაინისთვის და ამასთან გერმანიის გამო, სადაც 23 თებერვალს ს გაიმართება.
დახმარების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 24 თებერვალს, ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე, ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ.
წყარო: ტაბულა
უკრაინის სამხედრო დახმარების მრავალ მილიარდ დოლარიანი პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ გამოწვეულია იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით. საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა სკეპტიციზმი გამოთქვეს კიევის დასახმარებლად მნიშვნელოვანი დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, მისი დიდი სახელმწიფო ვალის გამო.
სტატიის თანახმად, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს, ჯორჯია მელონის და ემანუელ მაკრონს სურვილი აქვთ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი შეასრულონ ევროკავშირის სახელით, ხოლო ახალი პაკეტის წინადადება ეწინააღმდეგება ამ ამბიციას.
უნგრეთი და გამოვიდნენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა „მეორად როლს თამაშობს“, რადგან პაკეტი, სავარაუდოდ, მსურველი წევრი ქვეყნების და არა მთელი ევროკავშირის სახელით იქნება მიღებული.