ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა კანონი, რომლის მიღებასაც აპირებენ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგაა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ ყველა ის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც სადავო პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს, „დიფ თეითის“ საწინააღმდეგო პაკეტია.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო“, – თქვა ირაკლი მ. ის პარლამენტში იუნკერების მემორიალის გვირგვინით შესამკობად მივიდა.
ირაკლი კობახიძე გულისხმობს კანონპროექტებს, რომლებიც სადავო პარლამენტში მომდევნო კვირას დარეგისტრირდება.
გეგმის თანახმად:
· ყველა კანონიდან და აქტიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
· -ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.
· შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
· დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები – „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად”.
დონორების მიერ დაფინანსების აკრძალვა არაერთ მედიას აყენებს დახურვის რისკის წინაშე.
სისხლის სამართლის კოდექსში აბრუნებენ მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.
სამთავრობო პროპაგანდაში გამოიყენება სამი ტერმინი: „გლობალური ომის პარტია“, „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“.
ეს გამოთქმა, ქართულად – „ღრმა სახელმწიფო“, ამერიკული პოლიტიკის ლექსიკონში პირადად ტრამპმა შემოიტანა, თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოანისგან ისესხა.
„ერდოანის შემთხვევაში გამოთქმას „დიპ სტეიტი“ რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. ტრამპი ასევე პოპულისტი ლიდერია, რომელიც არსებულ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და სასამართლო სისტემაში ოპონენტს ხედავს. არც ის არის ამაში მტყუანი: საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს შორის მას ბევრი ეწინააღმდეგება.
ამიტომ ის სახელმწიფო ბიუროკრატიის სისტემის ძირფესვიან რეფორმას გეგმავს, რომელსაც ცნობილი ილონ მასკი უნდა ჩაუდგეს სათავეში.
რა კავშირშია ეს „დიპ სტეიტთან“, რომელზეც „ოცნების“ პროპაგანდისტები გველაპარაკებიან? არავითარში. მათი „ტრიუკი“ პრიმიტიულია: ვიცით, რომ ტრამპისთვის „დიპ სტეიტი“ ცუდი სიტყვაა. ამიტომ ვთქვათ, რომ „დიპ სტეიტი“ ჩვენც გვემტერება – იქნებ მისი გული მოვიგოთ“, – წერს გია ნოდია რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებულ ბლოგში: „რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“?