დმიტრი მედვედევი: …შედეგი უკვე ძალიან ახლოსაა – მტერი განადგურდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მტერი განადგურდება და სიმართლე გაიმარჯვებს.

მედვედევმა „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებით „ტელეგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ერთადერთი სწორი და შესაძლო გადაწყვეტილება იყო.

ამასთან, მისი თქმით, „ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ“ ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მისი შედეგი ძალიან ახლოს არის.

„ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ ომი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ, მისი შედეგი უკვე ძალიან ახლოსაა. მტერი განადგურდება. სიმართლე გაიმარჯვებს“, – წერს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია