აქციების მონაწილეებს ჯამში 18 მლნ-ის ჯარიმები დაეკისრათ, ივანიშვილმა ოფშორების კანონით, გადასახადის გარეშე, $1/2 მლრდ-ის კოლექცია შემოიტანა – ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისთვის დაკისრებულ კოლოსალურ ჯარიმებსა და ოლიგარქის მიერ, ქვეყანაში შემოტანილ ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებით, X-ზე წერს:
“#უსამართლობასაქართველოში: აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ერთ დღეში 300 000 დოლარის ჯარიმა დაეკისრათ. საპროტესტო აქციების დაწყებიდან კი – 18 მილიონის. ივანიშვილმა “ოფშორების” კანონის დახმარებით, რომელმაც ის სანქციებს აარიდა, საქართველოში 1/2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების კოლექცია ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე ჩამოიტანა,” – წერს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.
