იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სოციალურ ქსელში განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებენ მშენებლობის სფეროში ჩართული მცირე მეწარმეები 1%-იანი გადასახადით.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთი 20%-მდე გაიზარდა.
ზურაბ ძნელაშვილი განმარტავს, რომ თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი სამშენებლო მომსახურებას გაუწევს არამეწარმე ფიზიკურ პირს (მაგალითად, სახლის/ბინის მშენებლობისას), იგი უფლებამოსილი რჩება ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაბეგროს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, 1%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი სამშენებლო მომსახურებას გაუწევს საწარმოს/ორგანიზაციას ან მეწარმე ფიზიკურ პირს, იგი ვალდებული ხდება ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაბეგროს საერთო წესით, 20%-იანი განაკვეთით.
ზურაბ ძნელაშვილის პოტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
“გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მ/წ 1 თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზემცირე ბიზნესის 1%-იანი განაკვეთი აღარ გავრცელდება, რაც არ არის ზუსტი ინფორმაცია.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, სამშენებლო მომსახურების გამწევი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები ინარჩუნებენ მცირე ბიზნესის სტატუსს, თუმცა მ/წ 1 თებერვლიდან მათ მოუწევთ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საშემოსავლო გადასახადის სხვადასხვა რეჟიმით დაბეგვრა.
კერძოდ, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი სამშენებლო მომსახურებას გაუწევს არამეწარმე ფიზიკურ პირს (მაგალითად, სახლის/ბინის მშენებლობისას), იგი უფლებამოსილი რჩება ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაბეგროს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, 1%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი სამშენებლო მომსახურებას გაუწევსსაწარმოს/ორგანიზაციას ან მეწარმე ფიზიკურ პირს, იგი ვალდებული ხდება ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაბეგროს საერთო წესით, 20%-იანი განაკვეთით.
ანუ სამშენებლო მომსახურების გამწევი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, დეკლარირების და გადახდის წესიდამოკიდებული გახდა სამშენებლო მომსახურების მიმღები სუბიექტის კატეგორიაზე. ამასთან, თუ ფიზიკური პირი ორივე კატეგორიის დამკვეთს ემსახურება, მ/წ 1 თებერვლიდან მას მოუწევს შემოსავლების გამიჯვნა და საშემოსავლო გადასახადის ორი რეჟიმით დაბეგვრა”, – აცხადებს “Tax and Legal Solutions“-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ძნელაშვილი.
