აშშ და უკრაინა ახლოს არიან “წიაღისეულის შეთანხმების” გაფორმებასთან – Wall Street Journal

აშშ და უკრაინა ახლოს არიან “წიაღისეულის შეთანხმების” გაფორმებასთან – Wall Street Journal
შეერთებული შტატები და უკრაინა ახლოს არიან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან. შეთანხმება აშშ-ს წვდომას მისცემს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროები გარიგების ზუსტ პირობებს არ ასახელებენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია დღესვე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაშიც მიანიშნა. მან განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმების პროექტზე მუშაობენ.
”ეს არის შეთანხმება, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობა და მთავარია დეტალების შემუშავება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტურობა. მოუთმენლად ველი შედეგს – სამართლიან შედეგს.” – აღნიშნა ზელენსკიმ.
გასულ კვირას ზელენსკიმ თქვა, რომ არსებული პროექტი მოუმზადებელი იყო და არ უზრუნველყოფდა უსაფრთხოების სათანადო გარანტიებს.
ხუთშაბათს, ტრამპის წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მოლაპარაკებების დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ზელენსკიმ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ “უკრაინა მზადაა აშშ-ის პრეზიდენტთან ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ, ნამდვილად სასარგებლო შეთანხმებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ