რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.
„რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით ხორციელდება, მხედველობაში მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები – გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. საუბარია „დიფ სთეითზე“, რომელსაც საქართველოში გლობალური ომის პარტია დავარქვით, რომლის ინტერესები იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ამ თემაზე თავიდანვე ვსაუბრობდით და ახლა ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს.
ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა უკრაინის ომისთვის, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების და იარაღის გაგზავნას, რაც პირდაპირ კავშირში იყო, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. ამას მოგვიწოდებდა უკრაინის ხელისუფლებაც, ელჩიც გაიწვია, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და ამას ჩვენ ვგრძნობდით. ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ზუსტად ერთი ერთში იმავეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს