მოლაპარაკებებზე რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ს ჩინეთთან თანამშრომლობის შეზღუდვა შესთავაზოს – WSJ

მოლაპარაკებებზე რუსეთმა შესაძლოა, -ს ჩინეთთან თანამშრომლობის შეზღუდვა შესთავაზოს – WSJ
Wall Street Journal-ის მტკიცებით, კრემლთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის მიერ რუსული მთავრობისთვის მომზადებული ბრიფინგის მემორანდუმის მიხედვით, მოლაპარაკებებზე რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ს ჩინეთთან თანამშრომლობის შეზღუდვა შესთავაზოს.
WJS წერს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოსთან შეხვედრამდე მომზადებული ბრიფინგის მემორანდუმი, რომელიც დასავლურმა მთავრობამ მოიპოვა, მიუთითებს, რომ მოსკოვმა, შესაძლოა აშშ-ს მოლაპარაკებების ფარგლებში შესთავაზოს ჩინეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა მგრძნობიარე ტექნოლოგიურ და სამხედრო საკითხების მიმართულებით, როგორც შეთანხმების ნაწილი, რომელიც უკრაინის ომის სთვის ხელსაყრელ პირობებზე დასრულებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის მიხედვით, მოსკოვი ასევე შესაძლოა დათანხმდეს ჩინეთთან პარტნიორობის შეზღუდვას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც პოტენციურად აძლიერებენ ჩინეთის სტრატეგიულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის შეზღუდვის პირობას, რათა შეასუსტოს ევროპის კონკურენტუნარიანობა და დაუშვას ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გაყიდვები ევროპაში. ასევე, განხილულია ამერიკული კომპანიებისთვის წიაღისეული რესურსების მოპოვების უფლების გადაცემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
18 თებერვალს ს დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის ში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
“უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს”. – თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი , NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი , ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
“ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა – მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ”. – ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო “რეალურ მოლაპარაკებებში” უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
“თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში”. – დაამატა მან.
ასევე, გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, ს თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ “რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა”. ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად.

დღეს, 22 თებერვალს მედიაში ამ შეთანხმების პროგრესთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები გავრცელდა
წყარო: tabula.ge