ზელენსკის რეიტინგი 57%-მდეა გაზრდილი

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევის თანახმად, თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ს რეიტინგი 57%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი -ის პრეზიდენტ ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ზელენსკის რეიტინგი ში 4%-ს შეადგენს.
მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა უკრაინაში საპრეზიდენტო ს ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ეს იმით ახსნა, რომ უკრაინაში მოქმედ პრეზიდენტს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს. “ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ უკრაინაში არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა; რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული; რომ უკრაინის ლიდერის მხარდაჭერა 4%-მდე დაეცა”— განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ზელენსკის რეიტინგი 57%-ს იქამდე შეადგენდა, სანამ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავდა და საუდის არაბეთში ამერიკული დელეგაცია ს წარმომადგენლებს შეხვდებოდა. სოციოლოგების მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა ზელენსკის რეიტინგი ამჟამად უფრო მაღალიც იყოს.
“თუ ვინმეს ჩემი ჩანაცვლება სურს, ეს შეუძლებელი იქნება”, — თქვა ზელენსკიმ, — “დეზინფორმაცია 4%-იანი მხარდაჭერის შესახებ რუსეთიდან მოდის. ჩვენ ეს გვესმის და ისიც ვიცით, რომ ეს რიცხვები აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილება”.
წყარო: forbs.ge