სერგეი რიაბკოვი – რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ე.წ გამაღიზიანებლების მთელი ბლოკის სისტემატური და დეტალური აღმოფხვრისთვის შესაბამისი ყოვლისმომცველი კონსულტაციები გაიმართოს. ამერიკული მხრიდან ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუ ვინ იქნება ამ დონეზე ჩვენი თანამოსაუბრე. ამერიკელებს ჩვენი მზადყოფნა დავუდასტურეთ. ასევე, მოადგილეებს შორის შეხვედრის წინ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი უნდა შედგეს. მათი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება და კონკრეტული ადგილის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას