ავსტრიაში მთავრობის ფორმირებაში ლიბერალებიც ჩართეს

ავსტრიაში, სადაც ძალიან გაჭიანურდა მთავრობის ჩამოყალიბება, ჩანს, ლიბერალები ჩაერთნენ კაბინეტის შექმნაში.
კონსერვატიულმა ხალხის პარტიამ (ÖVP) და სოციალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება კოალიციის გარშემო გაფართოვდა და მასში ჩაერთო მომცრო ლიბერალური NEOS (ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი).
ლიბერალების შეყვანით კოალიციას პარლამენტში სოლიდური უმრავლესობა ექნება.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დე ბელენმა პარტიებს კომპრომისისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
სამი პარტიის თავმჯდომარეები გეგმავდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას.
მემარჯვენე პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ (FPÖ) არჩევნებში 29 პროცენტი, ანუ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა სახალხო პარტია 26,3 და მესამეზე – სოციალდემოკრატიული პარტია 21 პროცენტით. NEOS-მა 9 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიმხრო, ხოლო მწვანეებმა 8,2 პროცენტი. ÖVP და SPÖ მარტო შეძლებდნენ მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით უმრავლესობის მიღწევას. NEOS-თან ერთად მათ 183 მანდატიდან 110-ს დაეპატრონებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა