ცაჰალმა ღაზის სექტორში “ჰამასის” უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზის სექტორში “ჰამასის” უდიდესი, 4-კილომეტრი სიგრძის გვირაბი აღმოაჩინეს. ის 50 მეტრამდე სიღრმეზეა გაჭრილი, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციითა და საკომუნიკაციო სისტემებით. გარდა ამისა, გვირაბი საკმარისად განიერია დიდი ავტომობილის გასატარებლადაც.
პარალელურად, გრძელდება ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორის დაბომბვების გამო. თემას გამოეხმაურა რომის პაპიც. ფრენცისკე ამბობს, რომ ღაზაში უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების სამიზნეები არიან და მწუხარება გამოთქვა ღაზის ერთ-ერთ ეკლესიაში დედა-შვილის დაღუპვის გამო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო სნაიპერმა მოკლა.
თელ-ავივს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ღაზის სექტორში, ომის დაწყებიდან, დაღუპულია 19 ათასამდე ადამიანი, აქედან 70% ბავშვი და ქალია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 51 ათასს აჭარბებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულია ათობით პირი.
“ახალი ჰუმანიტარული ზავის” მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კატრინ კოლონა ისრაელელ და პალესტინელ კოლეგებს შეხვდა და კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გახსნას სწორი ნაბიჯი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება