– უახლოეს დღეებში დაიწყება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესი – მოლაპარაკების ჩარჩო შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, , ევროკომისიასთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს და „მოლაპარაკების ჩარჩო“ შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს.
„ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რის გამოც მთელი წელი ვიმუშავეთ – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან ერთად უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ, რასაც გაზაფხულზე ველოდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო გზავნილი, რომ ყოველთვის იქნება საერთო ევროპული სახლის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას