შერმადინის MVP-ის ტიტული “მანრესასთან” სტუმრად მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს პრინციპული დაპირისპირება მოაგებინა. “ტენერიფე” სტუმრად შეხვდა ცხრილში გვერდიგვერდ მყოფ “მანრესას”, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში – 76:73 სძლია და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 12 ქულას გიორგიმ 8 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაყოლა, რითაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანი იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 ერთეული შეადგინა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში