ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის მოსვლის გამო, მობილიზებულია ყველა, შესაბამისი სამსახური და თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის მოსვლის გამო, მობილიზებულია ყველა, შესაბამისი სამსახური და თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის მოსვლის გამო, მობილიზებულია ყველა, შესაბამისი სამსახური და თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თოვლის საფარისგან სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია, მუნიციპალიტეტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
დიდთოვლობის შედეგად, დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზებისა და შეწყვეტილი ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს “ენერგო-პრო ჯორჯია” ახორციელებს.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.