ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა

ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ტრადიციულად გაიმართა ევროპული კინოს ბაზრობა (EFM), რომელშიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საპროდიუსერო კომპანიების, საერთაშორისო კინოფესტივალების, კინოფონდებისა და საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებთან მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან (კანადა, , ინგლისი, იაპონია, ბელგია, საფრანგეთი, ირანი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ინდოეთი, მექსიკა, თურქეთი, ესპანეთი, პოლონეთი).
„წელს კინოცენტრის პავილიონი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის, 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა წელს აღადგინა მერაბ კოკოჩაშვილის ორი ფილმი – „მიხა“ და „მწვერვალი“.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მერაბ კოკოჩაშვილის სახელს უკავშირდება მსოფლიო ასპარეზზე ქართული კინოს, როგორც ცალკე ფენომენის, საბჭოთა კინოსგან გამოყოფა. 1975 წელს ცოლ-ქმარმა გრეგორებმა ბერლინის ცნობილ კინოთეატრში („არსენალი“) მოაწყვეს ქართული კინოკვირეული, რომელიც გაიხსნა მერაბ კოკოჩაშვილის ცნობილი ფილმით – „დიდი მწვანე ველი“. ჩვენებას ესწრებოდა ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნთერ გრასი, რომელმაც ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას მიმართა სიტყვებით: „დღეს დაიბადა ქართული კინოს ფენომენი““, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს