“საყვარელი მუსიკა რომ ჩართო და 3 დღე გაბმით უსმინო, გულის რევამდე მიხვალ.
ე, ასე გულის რევამდე მივიდა ეს ჯარიმები და ქოცი მაინც წერს და მაინც იმედი აქვს, რომ შეგვეშინდება, დროს და ფინანსებს დავკარგავთ.
მოხდა ის, რაც იყო მოსალოდნელი, ზედოზირება შიშსაც “ატრუხებს”, ზედოზირება იწვევს “ღადავს”, ზედოზირება ცდება საზღვრებს.
მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ცემით რომ ვერ გააჩერეს, იმ ხალხის გაჩერებას ჯარიმებით ცდილობენ…
იურისტებმა კანონებში ჩაიხედეს და ჯარიმები უკანონოდ გამოწერილი და არაკონსტიტუციური გამოდგა.
არადა, ფრთხილად რომ ემოქმედათ ამ ჯარიმებით, შიშის გაჩენის საფრთხე მართლაც არსებობდა საზოგადოების რიგ ნაწილში.
მაგრამ, ქოცი რისი ქოცია, მაგდენი რომ ესმოდეს.
ასე რომ, მიდით, ხალხო, რამდენსაც და რამდენჯერაც დაგაჯარიმებენ, წერეთ, ვაქვეყნოთ, თუ გულის რევაა, გულის რევაც სახელოვნად იყოს და თუ “გატრუხებაა”, ბოლომდე ჩავაჭიროთ:)
ეს ქოცის ზედოზირებაა, ჩვენი არა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.