ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა, ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს

ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაცემულ პასუხს ეხმიანება.
აბაშიძის შეფასებით, უილსონს და მის მსგავს პოლიტიკოსებს საქართველოს ოკუპაცია არ ადარდებთ და მარგინალურ ოპოზიციაზე აქვთ სწორება, ვინაიდან, მათგან ხეირს ელიან.
“ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს. ამგვარ პოლიტიკურ არსებებისთვის დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ოკუპირებული საქართველო არ ადარდებთ და ანგარებიანად მარგინალ ნაცოპოზიციაზე აქვთ სწორება, იქიდან ხეირია და ამიტომ.
თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს, – მიმართა პარლამენტარმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე კონგრესმენ უილსონს.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის უილსონმა, არ ცნო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებების, დეზინფორმაციის გავრცელებას.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს