ქართველი ემიგრანტები ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ასევე ევროპარლამენტარებს მიმართავენ. ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის დეტალებზე საუბრობენ.
ემიგრანტების წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ქვეყანა კორუფციაში ჩაძირა.
ამასთან, აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო ჰიბრიდული ომის სამიზნეა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველოს უძლიერესი ევროპული მოკავშირეების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ქვეყანა დასავლეთისაკენ იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააგდო და საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნა.
“ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქართული ოცნების ათწლეულზე მეტი ხნის მმართველობამ ქვეყანა ჩაძირა კორუფციაში, კრიმინალში, სიღარიბესა და აბსოლუტურ უსამართლობაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს, ართმევენ კონსტიტუციურ უფლებებით მინიჭებულ დემოკრატიულ არჩევნებს. მშვიდობიან აქციებზე ასობით ჩვენს თანამემამულეზე განხორციელებული ფიზიკურ ზეწოლა, სასტიკი ცემა, უკანონო პატიმრობა და მძიმე ჯარიმები. ათასობით საჯარო მოხელე დაითხოვეს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაბედეს თქმა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის ჩაშლის შესახებ.
საქართველოში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა, ივანიშვილის რეჟიმი რუსული მანიპულაციების და დეზინფორმაციის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ანტიდასავლურმა და მტრულმა რიტორიკამ საქართველოს უძლიერესი ევროპული მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ქვეყანა დასავლეთისაკენ იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააგდო და საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნა. ამ წერილით გვსურს აგრეთვე მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკას,კანადას და ა.შ, რომლებმაც ათეული წლების გან-ში თავშესაფარი მისცეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს და მათ მისცეს საშუალება ესარგებლათ ყველა დემოკრატიული სიკეთეებით.
სამწუხაროდ, აქვე ვალდებულად ვთვლით რომ მოგახსენოთ ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე კომისიებში, ასევე დამოუკიდებელი წევრები საქართველოს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ ქართველ ამომრჩეველზე დაშინების ,მოსყიდვის ზეწოლის გზებით.
წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების ” მიერ გახსნილ ოფისებში ესპანეთში,საბერძნეთში, იტალიაში და ა.შ. ავრცელებდნენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის მხარდასაჭერ აგიტაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მტკიცე რწმენაა რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერებს, რომლებიც მის მოქალაქეებს ართმევენ ისტორიულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არ უნდა შესთავაზონ ადგილი დემოკრატიულ სამყაროში, რათა ისარგებლონ თავისუფლებით, სამართლიანობით,კეთილდღეობით და უსაფრთხოებით. მათ თანამემამულეებს კი არ ჰქონდეთ ,კონსტიტუციური უფლებები და ევროინტეგრაციის პერსპექტივა”, – ნათქვამია ემიგრანტების წერილში.
