გრიგოლ გეგელია – ეროვნული ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ევროპულ კავშირთან, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს ეფლირტავებოდეს და ვერ საუბრობდეს იმ „სკამის“ მიუღებლობაზე, რომელსაც ლავროვი და სხვები გვთავაზობენ

ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, რომ ევროპულ კავშირთან გაღრმავდეს ურთიერთობები, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს ეფლირტავებოდეს და ვერ საუბრობდეს იმ „სკამის“ მიუღებლობაზე, რომელსაც ლავროვი და სხვები გვთავაზობენ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ, საქართველოს „3+3“ ფორმატში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ორი არჩევანი აქვს – ან ევროპულ სავარძელში ჩაჯდეს, რომელიც მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას გულისხმობს, ან სავარძელში, რომელიც ძალმომრეობითი სივრცის წევრობას ნიშნავს.
გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ევროპული კავშირის საპირწონედ ახალი ფორმატები იქმნება, საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ ევროპულ კავშირთან ურთიერთობები გაღრმავდეს, თუმცა პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებას“ ქმედუუნარო, პარალიზებულ და ანტიკონსტიტუციურ ძალას უწოდებს, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ წასვლაა.
„ბოლო ორ დღეში საქართველოს ორი სხვადასხვა – ევროპული და რუსულ-ირანული „სკამი“ შესთავაზეს. პირველ „სკამში“ ჩაჯდომა მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს, კანონის უზენაესობასა და ცივილიზებულ სამყაროში ჩაჯდომას ნიშნავს. ეს სივრცე მეტ ეკონომიკურ დაცულობას, მაღალ პენსიებს, უვიზო მიმოსვლას, საერთო უსაფრთხოებასა და მშვიდობას- უმაღლესი ხარისხით, ნიშნავს.
მეორე სკამში ჩაჯდომა ქაოსს, დაბალ განვითარებას და ძალმომრეობითი სივრცის წევრობას ნიშნავს. თუ რომელ სკამს აირჩევს საქართველო, ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ათასწლოვან ისტორიას განსაზღვრავს.
სამი წლის წლის წინ, 2021 წლის 27 იანვარს, პარტია „ლელო“ გახდა პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება საქართველოს „3+3“ ფორმატში ჩათრევის მცდელობისკენ მიაპყრო, პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუხდა განემარტა, რომ არ აპირებდა მსგავს ფორმატში ჩართვას.
მას შემდეგ ჩვენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, დასავლური სივრცისგან ქვეყნის დაშორება და ავტოკრატიულ სახელმწიფოებზე მიბმა ვნახეთ.
დღეს, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დანაშაულებრივად დუმს, ხოლო „ქართული ოცნების“ კრიმინალური ბანდფორმირების სპიკერები, მათ შორის გარკვეულ დროს ამ ფორმატში საქართველოს გაწევრიანებას არ გამორიცხავს.
ქართველ ხალხს კი ევროპულ „სკამში“ ჩაჯდომა, ევროპულ პოლიტიკურ მაგიდაზე საქართველოს დროშის დადგმა სურს. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
„ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის ამოცანაა, საქართველოს ჩართვა და ჩათრევა იმ სივრცეში, რომელიც პოლიტიკური დასავლეთის საპირწონედ იქმნება, რომელიც ალტერნატივაა ე.წ. დასავლური პოლიტიკური წესრიგის, რომლის მიზანია რეგიონიდან ამერიკული და ევროპული გავლენის განდევნა.
ჩვენ მივესალმებით ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას რეგიონულ ძალებთან, თუმცა დაუშვებელია საქართველო „3+3“ პორტის წევრი გახდეს. საქართველო ვერ იქნება ისეთი ფორმატის წევრი, რომელშიც ს ფედერაციაა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%. იმ ფონზე როდესაც ახალი უსაფრთხოების წესრიგი იქმნება, მაშინ როდესაც ევროპული კავშირი სულ უფრო გააქტიურდება დამოუკიდებლად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასეთ დროს, ეროვნული ინტერესი მოითხოვს გაასმაგებული ტემპით დაახლოებას, სწორედ იმ სივრცესთან, სადაც მშვიდობა კეთილდღეობა და დაცულობაა.
ასეთ დროს ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, რომ ევროპულ კავშირთან გაღრმავდეს ურთიერთობები, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფლირტავებოდეს რუსეთს ფედერაციას და ლავროვს, ვერ საუბრობდეს, იმ „სკამის“ მიუღებლობაზე, რომელსაც ლავროვი და სხვები გვთავაზობენ, ევროპული „სკამის“ სანაცვლოდ.
ეს კიდე ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დღეს ქმედუუნარო, პარალიზებული ანტიკონსტიტუციური ე.წ პარლამენტი და მთავრობა ახორციელებს რუსეთის სპეცოპერაციას, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი ა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.