Forbes Georgia: ბანქოს სახლი ქართულად – მამაცაშვილის მამული ფართოვდება

Forbes Georgia-ს გამოძიების მიხედვით, უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო. კაკლებში 9,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა.
Forbes Georgia-ს ცნობით, , რომლის ქონებაც ($4.9 მილიარდი) საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 15%-ს უტოლდება, ხშირად ანდობს ნათესავებს საკუთარი კომპანიების მართვასა და მისი ინტერესების გატარებას სხვადასხვა ფრონტზე. წლების მანძილზე ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რაც მათ მიმართ მილიარდერის განსაკუთრებულ ნდობაზე მეტყველებს. უჩა მამაცაშვილი ივანიშვილისთვის სწორედ ასეთი სანდო პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, ასევე – ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის, საქართველოს თანაინესტირების ფონდის მმართველი კომპანიის მეწილე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს 2022 წელს 27 აპრილის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს (ასევე — მის მეუღლეს) და უჩა მამაცაშვილს კომპანია Geo Organics-ის გავლით საერთო ბიზნესი ჰქონდათ -ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან, ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტი ანა კუვიჩკოა. შედეგად, 2022 წელს მ საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა: უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი და ქეთევან ხარაიძე. დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციებისა და რესურსების ტრანზიტის სრულ შეწყვეტას, ასევე — ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას და სხვა მრავალ ზომას”, – წერია საგამოძიებო სტატიაში.
როგორც საგამოძიებო სტატიაში ვკითხულობთ, დასავლური სანქციები ივანიშვილის ოჯახის ქონების გაფართოებას ხელს არ უშლის. ამის ერთ-ერთი უახლესი თვალსაჩინო მაგალითი უჩა მამაცაშვილის ახალი მდიდრული რეზიდენციაა კაკლებში — პრესტიჟულ სატყეო უბანში, რომელიც პანორამული ხედებითა და მშვიდი გარემოთი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ ნაწილს იზიდავს.