14 დეკემბერი, 21:25 საათი – დრო, რომელიც უკვე გახდა ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის

14 დეკემბერს, თბილისის დროით, 21:25 საათზე, შარლ მიშელის პოსტით გავიგეთ, რომ ევროგაერთიანებამ საქართველოს ევროკავშირის კარი გაუღო. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო ზეიმი ქვეყანაში. ბრიუსელიდან სასიხარულო ამბავს მალევე მოჰყვა გამოხმაურებები თბილისში, მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი ეთერით მიულოცა. მოვისმინეთ პრეზიდენტის სიტყვაც. მეორე დღეს კი, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ ხალხს სცენიდან პირველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა და ისტორიული უწოდა გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა.
საერთო სახალხო ზეიმს შეუერთდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და თბილისის მერი. მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს დამსახურებული გამარჯვებაა, რომელიც ხალხთან ერთად მოიპოვეს.
გამომსვლელთა სიაში საქართველოს პრეზიდენტი არ იყო, თუმცა სალომე ზურაბაშვილი თავისუფლების მოედანზე მაინც მივიდა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხალხთან ერთად იზეიმა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – შესაბამისად, მისი ადგილი სცენაზე, ამბობენ, რომ არ იყო.
ემოციური იყო – ევროკავშირის ელჩის სიტყვა. მ ქართველებს ქართულ ენაზე მოგვმართა. თქვა, რომ ევროპული მიზნისკენ სიარულში ყველა უნდა გაერთიანდეს. “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის” – მიმართვა ელჩმა ანა კალანდაძის სიტყვებით დაასრულა. სიმბოლური იყო ისიც, რომ 15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადების დღეა.
საერთო სახალხო ზეიმმა – თავისუფლების მოედანზე თითქმის ყველა შეკრიბა – განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, თუმცა მაინც აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც ცალკე ზეიმი ამჯობინეს. მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობაში” .

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ