“მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი ყველა მიზანს არ მიაღწევს” – ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს

“მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე ყველა მიზანს არ მიაღწევს” – ამბობს , რომელიც რუსეთის პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს. პუტინი არჩევნებში ისევ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
71 წლის პუტინი, უკვე 20 წელია, რუსეთის ფედერაციას მართავს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნები 3-დღიანი იქნება. დაიწყება 15 მარტს და 17-ში დასრულდება.
ვლადიმერ პუტინი უკვე დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი – ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თუმცა თვითონ ამ ღონისძიებას არ დასწრებია.
პრეზიდენტის პრესკონფერენცია ეს ერთგვარი სანახაობაა, რომელსაც კრემლი მოსახლეობას ყოველწლიურად სთავაზობს. 2 მილიონი კითხვიდან მხოლოდ რამდენიმე შეირჩა. როგორც წესი, ამ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვები არ ისმის. არც წლევანდელი კონფერენცია იყო გამონაკლისი.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდაზიანება პოლიტიკაშიც, ისევე, როგორც ციხეში, არის მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის და სხვადასხვა ფორმით. მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებმა) თვითდაზიანების კიდევ ერთი ფორმა აირჩიეს – ეს არის თვითდაპატიმრება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა