Axios: ამერიკელებმა უკრაინას წარუდგინეს განახლებული შეთანხმება ბუნებრივი რესურსების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ს წარუდგინა შეთანხმების ახალი პროექტი სასარგებლო წიაღისეულის შესახებ. ამას ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი წერს რამდენიმე წყაროზე, მათ შორის უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის უკრაინული წყაროს თანახმად, ახალი პროექტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და უკრაინის კანონმდებლობას შეესაბამება.
თანაშემწეებმა პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდეს განახლებული შეთანხმების ხელმოწერისკენ, რათა თავიდან აიცილოს პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონფრონტაცია და უკრაინის დახმარების საფუძველი მისცეს.
-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა 20 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს ბუნებრივი რესურსების შესახებ.
პრეზიდენტი 20 თებერვალს, კიევში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის და ს საკითხებში, კით კელოგს. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინა მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ ძლიერი და რეალურად სასარგებლო შეთანხმებისთვის და შედეგის მისაღწევად ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შესთავაზეს. უკრაინის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
19 თებერვალს, მაიამიში, საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში.
მანამდე ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ზელენსკი, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი ს გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი”.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 3 თებერვალს განაცხადა, რომ სურს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.
12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
15 თებერვალს მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული შეთანხმების ხელმოწერა, რადგან დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
უკრაინა ფლობს ისეთ მეტალებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს სჭირდება. უკრაინის ბუნებრივ რესურსებს შორისაა ურანი, ტიტანი და ლითიუმი. მაგალითად, ლითიუმი წამყვანი კომპონენტია სხვადასხვა, მათ შორის ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის.
მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების ხელმოწერა შეაჩერა, დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პროექტი ითვალისწინებდა უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას, დოკუმენტი ნიუ-იორკის სასამართლოს იურისდიქციაში უნდა ყოფილიყო და უკრაინის ნებისმიერ სხვა სავაჭრო შეთანხმებაზე უპირატესი ძალა უნდა ჰქონოდა.
გამოცემა Axios-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ ახალ პროექტში, მაგალითად, აღარ არის პუნქტი, რომელიც ნიუ-იორკის სასამართლოს იურისდიქციას ეხება.