ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ – ერთიანი პოზიცია არის გასაღები სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინისა და ს საკითხებში -ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა.
„მე მას ვესაუბრე გენერალ კელოგთან ჩემი შეხვედრისა და უცხოელ ლიდერებთან ჩემი ბოლო სატელეფონო ზარების შესახებ. მ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ – ერთიანი პოზიცია არის გასაღები სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
„საფუძვლიანად განვიხილეთ ჩვენი შეხედულებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ – სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია და ჩვენ ერთად ვმუშაობთ მის მისაღწევად. ასე უნდა მუშაობდნენ ნამდვილი პარტნიორები. მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს ძლიერი – იმდენად ძლიერი, რომ რუსეთი ვეღარასოდეს ვერ დაესხას ვინმეს თავს და ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.