ალექსანდრე თვალჭრელიძე – ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება ფარატინა ქაღალდად დარჩება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგებზე, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინული მხარის გარეშე ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლების მონაწილეობით საუდის არაბეთში -რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებზე, იმაზე, ამ პროცესების ფონზე რატომ ხარობს საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე აღშფოთებას არ მალავს, ასევე იმაზე – თუ პროცესები აშშ-რუსეთს შორის, აშშ-ევროპას შორის იმ ტრაექტორიით განვითარდა, რომლის კონტურები მეტ-ნაკლებად ჩანს, როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, ს ომის თითქმის სამი 3 წლის თავზე გამართული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და უკრაინა-რუსეთის საკითხებში აშშ სპეც წარმომადგენლის კოლინის განცხადებებმა არა მარტო შეაზანზარა ის სამყარო, რომელსაც პირობითად „დასავლეთის სამყარო“ ერქვა, არამედ ამ სამყაროში არსებულ წინააღმდეგობები ნათლად წარმოაჩინა. მიუნხენის კონფერენციის „შედეგის“ ყველაზე მკაფიოდ გამოხატულება გახლდათ მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვები იმის შესახებ, რომ „აშშ-სა და ევროპას ერთი ღირებულებები აღარ აქვთ“.
გამოითქმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებული ეპოქა დასრულებულია, რაც „ლიბერალიზმის“ იდეის კრახმა აშშ-ში განაპირობა, თქვენ როგორ დაინახეთ და აღიქვით ის, რაც 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხდა?
– არ მეჩვენება, რომ აშშ-ს ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, მდგრადი გამოადგეს. ის მაქსიმუმ ოთხი წელი გაგრძელდება, თუკი, რასაკვირველია, ერთ-ორ წელიწადში არ გავხდით პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მხილველები.
მიმაჩნია, რომ ს, ისევე, სხვათა შორის, როგორც ს ფსიქოლოგია ტოტალიტარული და ნეოკოლონიასტურია. სხვა რით ავხსნათ, მაგალითად, მისი ნარატივი კანადის შემოერთებასა და გრენლანდიის შესაძლო შესყიდვის შესახებ?

ან კიდევ იმის შესახებ, რომ პალესტინელებს ღაზას სექტორში, რომელსაც ტრამპი აშშ-ს პატრონაჟის ქვეშ განიხილავს, აღარ დაედგომებათ? არა მგონია, რომ ამ დოქტრინებმა ითარეშონ, მაგრამ უმძიმეს საერთაშორისო რყევებს კი ისინი ნამდვილად გამოიწვევენ.
მიმაჩნია ისიც, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პანიკურმა შიშმა მოიცვა და ამიტომ იგი რუსეთის დაბრუნებას მსოფლიო დიდ პოლიტიკაში მხოლოდ მიესალმება.
როგორც ტოტალიტარული მსოფლმხედველობის ადამიანი, ტრამპი თავისთვის ღირსეულ მეტოქედ, რომელთანაც მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა არ დააკნინებს მის ღირსებას, მხოლოდ ვლადიმერ პუტინის განიხილავს, ამიტომ იგი შინაგანად თანახმაა ბიპოლარული მსოფლიოს რეანიმაციაზე, სადაც მხოლოდ ორი გლობალური გავლენის ცენტრი იქნება: აშშ და რუსეთი. ზუსტად ამით აიხსნება, რომ აშშ რუსეთთან უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბრობს.

ევროპა და, რაც მთავარია, უკრაინა კი აშშ-რუსეთის მოლაპარაკების შედეგებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. რომ არ შევჩერდეთ იმაზე, რომ ასეთი პოლიტიკა სრულიად ამორალურია, ისიც უნდა ითქვას, რომ იგი არარეალისტურია. ძილის ბურანსა და ნირვანაში მყოფი ევროპა ტრამპის პირველივე ნაბიჯებმა, განსაკუთრებით კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, უკვე გამოაღვიძა. ევროპა თავის თავსა და, შესაბამისად, უკრაინას დაიცავს. არ ვიცი, ვუპასუხე თქვენ კითხვას?
– მიუნხენის კონფერენციაზე მომხდარზე უამრავი აზრი გამოითქმის, ზოგი ცდილობს გაგებით მოეკიდოს აშშ-ს პოზიციას, ზოგი ფრთხილი ოპტიმიზმით იტოვებს აშშ-თან მიმართებაში გარკვეულ იმედს.
ფაქტია, რომ ჯერ ს ქალაქ ალ-რეიდში გამართულმა აშშ- რუსეთის შეხვედრის შედეგებმა და ამ შეხვედრებზე მინისტრ ლავროვისა და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურებებმა, შემდეგ ფლორიდაში უკრაინის თემაზე ტრამპის განცხადებებმა „დასავლურ სამყაროს“ ოპტიმიზმის საფუძველი არ დაუტოვა.
დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი ცდილობს „რეალპოლიტიკის“ მამად აღიარებული კისინჯერის რჩევების შესრულებას და რუსეთთან დაახლოებით ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორებას. ეს იდეა აშკარად არარეალისტურად გამოიყურება ბევრი მიზეზის გამო.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ ელ-რაიდის შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, რაც სავარაუდოდ, იმასაც ნიშნავს, რომ აშშ მზადაა რუსეთის წიაღისეულზე წვდომის სანაცვლოდ „თვალი დახუჭოს“ რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკავა.
ვიდრე უკრაინაში ტრამპის ფლორიდაში გაკეთებულ განცხადებებს შევეხებით, მანამდე კითხვა ალბათ ასე უნდა დაისვას – აშშ რუსეთისა და უკრაინის ნედლეულსა და წიაღისეულებისთვის ბრძოლაში და აშშ ჩინეთთან კონკურენციაში ჩაება?
თუ კი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების გათვალისწინებით რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ომი უკრაინისა და რუსული წიაღისეულისთვის?
– არ ვიცი, ვინ არის ტრამპის მრჩეველი ნედლეულის ეკონომიკაში, მაგრამ მან ან პრეზიდენტს არაპროფესიული რჩევები მისცა, ან კიდევ ტრამპმა მის რჩევებს ყური საერთოდ არ ათხოვა.
დავიწყოთ იმით, რომ თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ აირს, რუსეთის სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, განსაკუთრებით კი იმ სტრატეგიული ელემენტების მარაგები, რომელიც ტრამპს აინტერესებს, ერთობ შეზღუდულია. უკრაინას ეს მარაგები გააჩნია, მაგრამ აშშ-თვის არასათანადო რაოდენობით. ახალი საბადოების აღმოჩენასა და ათვისებას კი ათწლეულები და მრავალ ასეულ მილიარდიანი ინვესტიციები ჭირდება.
ამ თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობაში ჩინეთია, რომელიც, მაგალითად, იშვიათი მიწების მსოფლიო მარაგების 90% ფლობს. მაგრამ აი, პარადოქსი: დასავლური, განსაკუთრებით კი ამერიკული ტექნოლოგიების გარეშე ამ სტრატეგიული ელემენტების საბოლოო დამუშავება, შემდეგ კი სამხედრო მრეწველობაში გამოყენება ძალიან რთულია.

დაკარგა რა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ჩინეთი ცდილობს რუსეთს დაუახლოვდეს, რათა ასეთი ტექნოლოგიები მისგან მიიღოს. მაგრამ ის ძალიან მალე დარწმუნდება, რომ რუსული ტექნოლოგიები – მეოცე საუკუნის ტექნოლოგიებია და ოცდამეერთე საუკუნეში გამოუდეგარია. მეტიც, მე ასეთი ტექნოლოგიების შემუშავების რუსეთის პოტენციალს სკეპტიკურად ვუყურებ – თითქმის ყველა ამ დარგის პროფესიონალი დიდი ხანია რუსეთიდან წასულია და აშშ-ში მოღვაწეობს.
პარადოქსია, მაგრამ ამ თვალთახედვით გაცილებით უფრო პერსპექტიულად გამოიყურება ყაზახეთის, ს, წარმოიდგინეთ, ტაჯიკეთის პოტენციალი, ვიდრე რუსეთისა, ან უკრაინისა და პრეზიდენტი ტრამპი დიდ შეცდომას უშვებს, რომ ამ ქვეყნებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა, მერწმუნეთ, აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურს ეს ინფორმაცია გააჩნია. სამომავლოდ ამ ქვეყნებს საქართველოც შეიძლება შეუერთდეს.
ასე, რომ ომი რუსული ან უკრაინული წიაღისეულისთვის – ქარიშხალია ჭიქაში, მითუმეტეს რომ უკრაინის იშვიათი და რადიაქტიური ელემენტების მარაგები ძირითადად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა თავმოყრილი.
– უკრაინის თემაზე პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები დიდი განხილვის თემაა უკვე მესამე დღეა. დამკვირვებელთა ნაწილი, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები შენიშნავენ, რომ ფლორიდაში ტრამპის განცხადებები არსებითად ანტიუკრაინული იყო, რადგან გახლდათ აგრესორი რუსეთისა და პუტინისთვის „კოჭის გაგორება,“ მის მიმართ მაამებლობა და ლოიალობის დემონსტრირება. ტრამპის განცხადებები სრულად იმეორებს რუსულ ნარატივს. განცხადებები იმაზე, რომ უკრაინაში ა ჩასატარებელი, ზელენსკის რეიტინგი 4%, გახლავთ ის, რასაც კრემლი დიდი ხანია ითხოვს ომში ჩართული ქვეყნისაგან.
არადა, ბოლო კვლევებით, ზელენსკის რეიტინგი 57%-ია. ზელენსკის მტკიცებით კი, ტრამპი „დეზინფორმაციის სივრცეში“ ცხოვრობს. ტრამპის ნათქვამი რომ უკრაინა რუსეთს ომამდე უნდა გარიგებოდა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა ევროპა და ევროპული უსაფრთხოება. გარდა ამისა, ტრამპი ისე საუბრობს უკრაინაზე, თითქოს უკრაინა დაესხა თავს რუსეთს და არა რუსეთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიები დაიპყრო.
ტრამპი ამბობს – „უახლოეს თვეებში გამოჩნდება რომ პუტინს ომის დასრულება უნდა.“ ტრამპის მხრიდან უკრაინაში ამერიკული ფულის ხარჯვაზე საუბარიც აშკარად გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგან მის მიერ ნათქვამი, რომ აშშ-მ 350 მილიარდი დოლარით დაეხმარა, აღმოჩნდა, რომ ეს დახმარება პირდაპირი დახმარება 31 მილიარდი, ხოლო სამხედრო დახმარება 57 მილიარდი ყოფილა.
სავარაუდოდ, ტრამპის რიტორიკა რატომ ემთხვევა რუსულ ნარატივებს? გაქვთ განცდა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის და ევროპელების გარეშე წარმატებული აღმოჩნდება?
– სურვილი ერთია, რეალობა მეორე. ტრამპის ნარატივის გაგება თქვენს პირველ კითხვაზე ჩემი პასუხიდან შეიძლება და ამიტომ ამაზე დროს აღარ დავკარგავ.
ერთი რამ კი სწორი თქვა ტრამპმა – ამერიკა რუსეთისგან შორსაა, ევროპა კი ახლოს. მაგრამ საკუთარი სიტყვებიდან სწორი დასკვნები ჩემდა გასაკვირად ვერ გამოიტანა.

დასკვნა კი უმარტივესია. ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება ფარატინა ქაღალდად დარჩება. შეუმცირებს აშშ უკრაინას დახმარებას, ამ დახმარებას სიმეტრიულად ევროპა გაზრდის. აშშ-გან განსხვავებით, ევროპისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.
– მიუნხენის კონფერენციამ გვანახა, რომ უკრაინის საკითხზე, ევროპულ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე ევროპასა და აშშ-ს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. 2025 წლის მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ ევროპაში
განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა რომ ევროპა ან შედგება სუვერენულ ძლიერ აქტორად, ან დაიყოფა დიდ ავტორიტარულ, ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოთა გავლენის ზონებად. დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ თუ ევროპა აშშ-ს დახმარებით, ან ამ დახმარების გარეშე ვერ გადარჩა, საქართველოს სათუო მომავალი ექნება.
ევროპის ლიდერებმა უკვე გააკეთეს განცხადებები რომ მზად არიან 200 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიონ უკრაინას. ევროპის წამყვანი ქვეყნების საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან უახლოეს ხანებში გააძლიერონ სამხედრო მრეწველობა. მანამდე ბრიტანეთი ამბობს, რომ მზადაა დაიცვას უკრაინის საჰაერო სივრცე.
ბრიტანეთი არ გამორიცხავს მის მიერ სამართლებრივად კონტროლირებად ოფშორულ ზონებში, სადაც რუსი ოლიგარქების ფინანსებია განთავსებული და ახლა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო მათთან რუს ოლიგარქებს წვდომა არ აქვთ, ეს თანხები იქნება გამოყენებული უკრაინის დასახმარებლად.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ შეძლოს აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინისთვის სერიოზული დახმარების აღმოჩენა?
– ამის ალბათობა ძალიან დიდია, აკი გითხარით, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგებზე დგას ევროპის სამომავლო ბედი.
დამკვირვებლები კი არმაგედონს ტყუილად გვიხატავენ, ევროპაში, რასაკვირველია, შეიძლება შეიქმნას რამდენიმე მცირე, თუნდაც ტოტალიტარისტული კლასტერი, მაგრამ შენგენის ბირთვი არ დაიშლება.
ევროპულ პოლიტიკას არა უნგრეთი ან თუნდაც ავსტრია და სერბეთი, არამედ საფრანგეთი, გერმანია, ნაწილობრივ – გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები და შვეიცარია განაპირობებენ და აქ დიდი რყევები არ ჩანს.

პირიქით, რაც გართულდება სიტუაცია, მით უფრო ისინი ერთ მუშტად შეიკვრებიან.
– მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მომხდარზე, ელ-რაიდში აშშ- რუსულ მოლაპარაკებებზე და უკრაინაზე ფლორიდაში ტრამპის განცხადებებზე ქართულ საზოგადოება, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად რეაგირებენ.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებზე საზოგადოების ერთი ნაწილისა და ოპოზიციური სპექტრის რეაქციასა და დამოკიდებულებას?
– არ მიყვარს ადამიანების კრიტიკა და არ მინდა ამ კითხვას ვუპასუხო.
მე ამ რეაქციებში დიდი ინტელექტუალური და ანალიზური მუხტი ვერ დავინახე, ხოლო ჩემი მოკრძალებული მოსაზრებები კი გაჩვენეთ.
– ვხედავთ, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკული დამოკიდებულებისაგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიესალმება აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებულ დიალოგსა და მოლაპარაკებებს.
უკრაინის თემაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსულ, ახლა უკვე ტრამპის, ანუ ოფიციალური აშშ-ს რიტორიკასა და ნარატივებს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს აშშ-სა და რუსეთს შორის „რეალპოლიტიკის“ საფუძველზე გარიგებას.
და ეს მაშინ, როცა კრემლი ახლა ვაშინგტონისგან მოითხოვს არა მარტო ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე უარის თქმა, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას. არადა, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა 2017 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და 78-ე მუხლის ჩაწერა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ უკრაინაზე აშშ-სა და რუსეთს შორის გარიგება შედგა, ძნელი წარმოსადგენი არაა აშშ-მ რუსეთის მიერ ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონის საკითხში „არაღიარების პოლიტიკა“ გააგრძელოს.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებზე ხელისუფლების რეაქციასა და დამოკიდებულებას?
– ერთი რამ ავიწყდება ჩვენ ხელისუფლებას. ასეთი შეთანხმების მიღწევას მრავალი თვე დაჭირდება, ხოლო მის რეალიზაციას კი წლები, ტრამპის პრეზიდენტობა, თანაც საბოლოო პრეზიდენტობა კი დროში შეზღუდულია.
ამიტომ მის „რეალპოლიტიკას“ ტაქტიკური და არა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ასევე ავიწყდება ჩვენ ხელისუფლებას, რომ ტრამპმა საქართველოსთვის ჯერ ვერ მოიცალა. როგორც გითხარით ადრეც, დაველოდოთ გვიან გაზაფხულს.

– ამ მოვლენების ფონზე, როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას. იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების ცემა-ტყეპა, დევნა, დაკავებები, აშკარად არაპროპორციული 5 ათასიანი ჯარიმების დაწესება და აქტიური ხალხის დაჯარიმება. სხვადასხვა მიზეზით მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებზეც მოწმეებად პოლიციელები გვევლინებიან.
ასევე ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მხრიდან იმგვარი პროპაგანდის წარმოება, თითქოს საარჩევნო პროცესი არც დასრულებულა.
– რა გითხრათ, რით გაგახაროთ? სხვისი აზრის მიუღებლობა ნეობოლშევიკური, ვიტყოდი, კომკავშირული ინფანტილური ფსიქოლოგიაა. საარჩევნო პროცესი კი ნამდვილად არ დასრულებულა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წელს თუა არა, გაისად მაინც, ახალი არჩევნები გველის.

გაკვრით ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზულ ანალიზს მოითხოვს. მზად ვარ უახლოეს მომავალში ამ თემას დავუბრუნდეთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი