გახსოვთ ალბათ, როდესაც გასულ წელს “ქართული ოცნების” ქმედებების გამო, ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, და მეტიც, მაგალითად რუსული კანონის ინიცირებით ან/და ნიკა გვარამიას დაჭერით ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის პერიოდულ საბოტაჟს ახდენდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თავისთავად სტატუსს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. არადა ამის საპირწონედ უამრავი მაგალითი და წლების განმავლობაში დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკა არსებობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი