რაც მეტი ევროპული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ბიზნესის კეთების ევროპული წესებიც დამკვიდრდება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ირაკლი ალასანიას თქმით, ევროპული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი რთული ხდება, რაც იმედი აქვს შეიძლება. იგი ასევე ამბობს, რომ ბიზნესში, რომელშიც ახლა საქართველოში ფრანგ ინვესტორებთან ერთად არის, მას ენდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ფულის ჩადება შეიძლებოდა.
“ფრანგ ინვესტორებთან ერთად ინვესტირება დავიწყეთ საქართველოს სასტუმრო სფეროში. მათ კერძო საკუთრება შეიძინეს, რომელსაც ისტორიული დატვირთვაც აქვს. მე მენდნენ ისინი, რომ საქართველოში ფულის ჩადება შეიძლება და დაქირავებული მენეჯერი ვარ, კოორდინაციას ვუწევ. ერთი პროექტი დასრულებული გვაქვს. მეორე ბათუმშია და იმედია, რომ წინ წავა და დასრულდება. თბილისშიც გვაქვს საკუთრება, რომლის განვითარებასაც ვაპირებთ.
რაც მეტი ევროპული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ბიზნესის კეთების ევროპული წესებიც დამკვიდრდება. ეს გააჩენს სამუშაო ადგილებს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ბოლო პერიოდში შეფერხდა. რთული ხდება ევროპული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი, თუმცა შეიძლება შეიცვალოს მომავალში და იმედი მაქვს საქართველო ისევ გახდება მომხიბვლელი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში ბიზნესგარემოზე და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შორის ამ მიმართულებით დიდი სხვაობაა, რადგან იგი აცხადება, რომ ახლა მას ბიზნესში ხელისუფლების მხრიდან შეფერხება არ ჰქონია.
