დიპლომატიურმა წყაროებმა Reuters-ის სააგენტოს აცნობეს, რომ აშშ-ს არ სურს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაინიაციატორობა, რომელიც ომის მესამე წლისთავს ეძღვნება და გმობს რუსეთის აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
Reuters-ის თანახმად, ეს ნაბიჯი ასახავს მზარდ განხეთქილებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის, რომელსაც სურს ომის სწრაფად დასრულება და რომლის გუნდმა გამართა მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის გარეშე.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაეცნო სააგენტო Reuters-ი, გმობს რუსეთის აგრესიას და ადასტურებს „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობის“ მიმართ ერთგულებას.
უკრაინას აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და ასევე მიიღო დიპლომატიური მხარდაჭერა.
„წინა წლებში აშშ თანმიმდევრულად იყო მსგავს რეზოლუციების თანაინიციატორი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მხარდასაჭერად“, – თქვა 20 თებერვალს ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც სხვების მსგავსად არ სურს ვინაობის გამხელა.
პირველმა დიპლომატიურმა წყარომ სააგენტოს აცნობა, რომ რეზოლუციის თანაავტორი 50-ზე მეტი ქვეყანაა, მაგრამ უარი თქვა მათ დასახელებაზე.
აშშ იყო გაეროს თითქმის ყველა რეზოლუციის მხარდამჭერი, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი კონფლიქტის განმავლობაში უმაგრებდა ზურგს. ჯერ არ არის ნათელი, როდის ამოიწურება რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის ვადა და შეიძლება ვაშინგტონმა პოზიცია შეიცვალოს.
მეორე დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ასევე ანონიმურობის პირობით ესაუბრა სააგენტოს, თქვა: „ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ ისინი (აშშ) ხელს არ მოაწერენ მას“. ამჟამად მიმდინარეობს მცდელობები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სამხრეთის სახელმწიფოებიდან, მხარდაჭერის მოსაპოვებლად, დასძინა წყარომ. გაეროში ამგვარ რეზოლუციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ის შეიძლება კვლავ გაგრძელდეს აშშ-ს გარეშე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიპოვოს ბევრი მომხრე გენერალურ ასამბლეაზე.
ფორუმი
