ჰუმანიტარული დახმარების ავტომობილებს ადევნებული ასობით ადამიანი და გზებზე მიმოფანტული ტვირთი – ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარება არეულობის ფონზე შეაქვთ

სატვირთო ავტომობილებს, რომლებითაც, ქალაქი რაფაჰის გავლით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვთ, ადამიანთა მობილიზებული ჯგუფი დახვდა, რომელიც ცდილობს, სასიცოცხლო მარაგები ხელში ჩაიგდოს, – ამის შესახებ BBC წერს.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ახტებიან ადამიანები დატვირთულ ავტომობილებს და ძირს ყრიან დახმარების შეფუთვებს.
მძიმეა ვითარება საკვების განაწილების პუნქტებთანაც – ასობით ადამიანი ცდილობს, პირველმა მიიღოს ჰუმანიტარული დახმარება.
“უმძიმესი”, “კატასტროფული”, “კოშმარული” – ეს იმ შეფასებათა მხოლოდ ნაწილია, რომლებითაც საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აღწერს. მოსახლეობას სუფთა წყალზე, საკვებსა და პირველადი მოხმარების საშუალებებზე წვდომა არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება