ვფიქრობ, წელს მივალთ ცეცხლის შეწყვეტამდე – კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიიღწევა.
„გაინტერესებთ ჩემი პირადი აზრი? მე ასე მგონია. პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა საწყისი პოზიციები დიამეტრულად საპირისპიროა, ამავდროულად ვფიქრობ, რომ წელს მივალთ ცეცხლის შეწყვეტამდე“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
რაც შეეხება იმას, რომ უსაფრთხოების გარანტი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების დაყენება იყოს, ბუდანოვმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც სამშვიდობოების შეყვანამ იმუშავა“.
მან ასევე განაცხადა, რომ არ შეწყვეტს უკრაინის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას.
„რადიკალურად ახალს და მასშტაბურს ვერც რუსები და ვერც ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ, ყველაფერი უკვე დამუშავებულია. დიახ, იქნება [დესტაბილიზაციის] მცდელობები, მაგრამ არა უშავს – ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას“, – განაცხადა ბუდანოვმა.