კახა კალაძე – ტრამპის მთავარი საზრუნავი არის „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა

მესმის, შევდივარ მათ {რადიკალური დაჯგუფების} მდგომარეობაში – ტრამპის მთავარი საზრუნავი არის „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის, ს განცხადებებს სთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რადიკალიზმი ყველგან დამარცხდება სადაც არ უნდა იყოს.
„მესმის, შევდივარ მათ მდგომარეობაში. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც პატრონები ჰყავთ, მათი პატრონები მძიმე მდგომარეობაში არიან. იცით, რომ ტრამპის მთავარი საზრუნავი არის „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. ის რაც მსოფლიოში ხდებოდა, ომები, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ქმედებები, რის შედეგადაც უკრაინა დაზიანდა. კატასტროფული მდგომარეობაა, განადგურებულია სოფლები, დაკარგულია ტერიტორიები, კაცობრიობისთვის იმაზე მძიმე, რაც ომია, წარმოუდგენელია რა უნდა იყოს. საქართველოშიც არ სიამოვნებთ, მძიმე მდგომარეობაში არიან, მათი პატრონები მარცხდებიან. რადიკალიზმი ყველგან დამარცხდება სადაც არ უნდა იყოს. გინდ საქართველოში, გინდ მსოფლიოში“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორ კალაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს ვალდებულება ქვეყნის ინტერესები გაატაროს, „როდესაც გეუბნებიან კედელს დაეტაკეო, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი და არ უნდა დაზიანდე“.
„ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერ რის წინაშეც აღმოვჩნდით. გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა აღნიშნულზე საუბარი, როდესაც პრემიერს, კაბინეტში უხეშად ესაუბრებოდნენ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ცდილობდნენ ძალდატანებით, ხელების გადაგრეხით გახსნილიყო მეორე ფრონტი.
იყო მცდელობა, ჩარტერული რეისები დაგვენიშნა, სადაც მოხალისეებს გავაგზავნიდით უკრაინულ ომში. პირდაპირ მცდელობა იყო, უხეში ძალდატანება, რომ სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, რაც ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნებოდა. ვალდებულება გვაქვს ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. რა თქმა უნდა, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, ეს მეგობრობაც წლების განმავლობაში შეფუთული იყო, ძირითადად მათი ინტერესების გატარება ხდებოდა.
როდესაც გეუბნებიან კედელს დაეტაკეო, კი არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი და დაზიანდე. შესაბამისად, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, უკრაინაზე საუბარი არ სურს, ვინაიდან უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია.
„არ მინდა უკრაინაზე საუბარი. ერთხელ ვთქვი, რომ ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და ქვეყანას, ხალხს. კონკრეტიკაში არ მინდა შევიდე. უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია მეგობრად, მძიმეა ის მდგომარეობა, რაც იქ ხდება. რაც შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება“,- აღნიშნა კალაძემ.