ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, მობილიზებულია ყველა, შესაბამისი სამსახური და თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, მობილიზებულია ყველა, შესაბამისი სამსახური და თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თოვლის საფარისგან სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია, მუნიციპალიტეტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
დიდთოვლობის შედეგად, დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზებისა და შეწყვეტილი ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს “ენერგო-პრო ჯორჯია” ახორციელებს.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ცინარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ მხეიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ლორთქიფანიძე და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს