ამერიკულმა Microsoft Corp-მა წარმოადგინა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი Muse, Xbox-ის სათამაშო კონსოლებისთვის.
Muse-ს აქვს „დაწვრილებითი გაგება 3D თამაშების სამყაროს შესახებ, მათ შორის თამაშის ფიზიკისა და იმის როგორ რეაგირებს თამაში მოთამაშეების მოქმედებებზე კონტროლერის გამოყენებით“, – აღნიშნულია Xbox–ის ბლოგში.
ეს საშუალებას აძლევს მოდელს შექმნას „მკაფიო და მრავალფეროვანი თამაში“ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. მოსალოდნელია, რომ ის შეძლებს თამაშის დეველოპერების დახმარებას და საშუალებას მისცემს მათ ძველი თამაშების ოპტიმიზაცია მოახდინონ თანამედროვე მოწყობილობებისთვის.
