ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით – მაკრონი

უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო ლიდერების მორიგი შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ.
მაკრონის თქმით, ისინი ეძებენ გზას გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობისთვის ში.
„მე კიდევ ერთხელ მქონდა ხანგრძლივი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან.
საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. ჩვენ ვეძებთ გზას გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობისთვის უკრაინაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.
ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ ს მიზანი, ბოლო მოეღოს ს აგრესიულ ომს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის განცხადებით, მათი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, რომლებიც მათსავე ინტერესებშია:
· უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული [მოლაპარაკებებში] და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს
· მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები
· ევროპელების უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაში. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – განაცხადა მაკრონმა.
ლიდერების შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, სთან.
ზელენსკის თქმით, მაკრონმა მას მსოფლიო ლიდერებთან ბოლო მოლაპარაკებების დეტალები გააცნო.
„ევროპას სჭირდება საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომლის უზრუნველყოფა და აშენება შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ჩვენს ერთიან პოზიციას ამასთან დაკავშირებით.
ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებდით ჩვენი შემდეგი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. საფრანგეთი ისევე აფასებს თავისუფლებას, როგორც ჩვენ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ.
ფოტო: AFP