ლევან მაჭავარიანი – „3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ

„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.
მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს მიერ უკრაინის პრეზიდენტ სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპს ეთანხმება იმაში, რომ ზელენსკის შეეძლო, რუსეთთან ომი აეცილებინა”.
მისი თქმით, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს.
„მე მაგ შეფასებაში ვერ შევალ ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, თუმცა ბატონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმაში ვეთანხმები, რომ ზელენსკის შეეძლო, ეს ომი აეცილებინა. ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ ს შეეძლო ამის თავიდან აცილება, უბრალოდ ზელენსკი წაახალისეს და შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა. ეს ომი მას თავიდან უნდა აეცილებინა,” – აღნიშნა მან.