დიღომში 58 500-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 58 549 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი დიღმის
მოსახლეობას არ აქვს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს 21:00 საათზე აღუდგება.