ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: “რეალმა” “სიტის” მბაპეს ჰეთ-თრიკით სძლია – პსვ-მ ტურნირიდან “იუვენტუსი” გამოაგდო

„რეალმა“ მბაპეს ჰეთ-თრიკით „მანჩესტერ სიტის“ სახლში 3:1 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 6:3 გაიმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. “სიტი” 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს მერვედფინალში მონაწილეობას.
პსვ-მ ექსტრა ტაიმში 3:1 სძლია „იუვენტუსს“ და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
„დორტმუნდს“ „სპორტინგი“ ლისაბონში 3:0 ჰყავდა დამარცხებული, საკუთარ მოედანზე მშვიდად ეთამაშა ფრედ და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
რეალი – მანჩესტერ სიტი 3:1 (პირველი მატჩი 3:2)
გოლები: 1:0
მბაპე (4), 2:0 მბაპე (33), 3:0 მბაპე (61), 3:1 გონსალესი (90+2)
პსვ – იუვენტუსი 3:1 (ძირ. დრო 2:1) (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 პერიშიჩი (53), 1:1 ვეა (63), 2:1 საიბარი (74), 3:1 ფლამინგო (98)
დორტმუნდი – სპორტინგი 0:0 (პირველი მატჩი 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: გირასი (58, დორტმუნდი)