გელათის სამონასტრო კომპლექსი უმძიმეს მდგომარეობაშია – ტაძარში წყალი ჩადის და უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ამას კიდევ ერთი უბედურება დაემატა – გელათის დავით აღმაშენებლისეული წყარო დაშრა.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
“კიდევ ერთი უბედურება გელათის თავს! პრაქტიკულად ღვთის რისხვაა და უპრეცედენტო ამბავი 900 წლის ისტორიის მანძილზე: გელათის დავით აღმაშენებლისეული წყარო დაშრა!
მამუკა ლორთქიფანიძის ფოტო, თებერვალი, 2025.”
