დიდი ცინიზმს მოითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო , – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა X-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი, არჩევნების გარეშე” უწოდა.
“რა ფასი ექნება არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც სამი წელია თავს იცავს მეზობელი ბირთვული ზესახელმწიფოს აგრესიისგან? როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როდესაც მისი ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია საოკუპაციო ძალების მიერ და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება? დიდ ცინიზმს მოითხოვს, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო” , – წერს პაველი.
