კირ სტარმერი მხარს უჭერს “დემოკრატიულად არჩეულ” ზელენსკის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ოთხშაბათს საღამოს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გამოეხატა მხარდაჭერა. ამის შესაზებ ინფორმაციას “დაუნინგ სთრითი” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ზელენსკისთან საუბრისას სტარმერმა „ხაზგასმით აღნიშნა ყველას ერთად მუშაობის აუცილებლობა“.
პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც “უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მიმართ და თქვა, რომ სავსებით გონივრული იყო ომის დროს არჩევნების შეჩერება”, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს აკეთებდა.
„პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა -ს ხელმძღვანელობით მცდელობების მიმართ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას