ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად