სლოვაკეთში ამობრუნდა ავტობუსი, რომელშიც უკრაინელები იმყოფებოდნენ | დაშავდა 10-მდე მგზავრი

უკრაინული მედია წერს, რომ სლოვაკეთში უკრაინიდან ჩასული ავტობუსი ამობრუნდა. მასში 54 მგზავრი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი. მათ შორის 3 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16-მა მკურნალობაზე უარი თქვა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ავტობუსის ამობრუნების მიზეზიც.