თინა ხიდაშელი – პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე, რომელ მაგიდასთან, რა კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა, დამღალა ამ ყველაფერმა – ხალხს უნდა სთავაზობდნენ ალტერნატივებს

ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, პოლიტიკური პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე – რომელ მაგიდასთან და რა კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ს თქმით, ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას ანალიზისა და მოსაზრებების გარდა ალტერნატივები უნდა შესთავაზონ.
„პოლიტიკური პარტია იმით განსხვავდება ჩემგან და თქვენგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ანალიზის და მოსაზრებების შეთავაზების პარალელურად, უნდა სთავაზობდნენ ხალხს პოლიტიკის ალტერნატივებს ყველაფერში და არა მარტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. იცით რამ დამღალა? დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე, ანუ თვითონ როგორ დასაქმდნენ – რომელ მაგიდასთან და კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ რიგით ამომრჩეველს, რომელსაც შიმშილის, სოციალური დაუცველობის, უმუშევრობის, კულტურული ღირებულებების გაუფასურების, გელათის ჩამონგრევის დარდები და წუხილები აქვს, ამაზეც უნდა, რომ რამე მოისმინოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას, თინა ხიდაშელის განცხადებით, „პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფეხი არ უნდა დაიდგას, სანამ ახალი თ მოსული პარლამენტი არ იქნება“.
„რუსთაველის 8 ნომერში რა ღონისძიებაც არ უნდა გაიმართოს, დღეს, ოპოზიციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსი იმ შენობაში არ უნდა შევიდეს. ეს არის ორჯერ ორი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია შეკრებას სახელი. პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდი არ არის ვინმეს თამი შეყოლა. პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლას აქვს უფრო ეფექტური და სხვა მეთოდები. რამდენად იყენებს ოპოზიცია სხვა მეთოდებს ეს სხვა საკითხია, მე ვთვლი, რომ არ იყენებს და ცუდად იყენებს. ვიღაცის თამაშში შესვლა არ არის პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლა.
პარლამენტი არის არალეგიტიმური. ჩვენ მას არავინ არ ვაღიარებთ. არავინ დედამიწის ზურგზე, ჩრდილოეთ კორეის და სი ძინ პინის გარდა, ამ პარლამენტს არ აღიარებს. შესაბამისად, რა კომისიის სხდომაზე ვლაპარაკობთ? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, მართლა არ მესმის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ შენობაში, რუსთაველის 8 ნომერში, არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფეხი არ უნდა დაიდგას, სანამ ახალი არჩევნებით მოსული პარლამენტი არ იქნება. მორჩა, წერტილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია იმ ღონისძიებას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!