2024 წელს, საქართველოს ბაზარზე კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა – LC Waikiki
2024 წელს, საქართველოს ბაზარზე კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ თურქული ტანსაცმლის ბრენდი LC Waikiki-ის რეპორტების აღმასრულებელმა ნიკა ზაქარეიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში კომპანიას 154 მლნ ლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა, ხოლო 2024 წელს შემოსავალმა 184 მლნ. ლარი შეადგინა. (დღგ-ს გარეშე)
“2024 წელს კომპანიამ ზრდა განიცადა როგორც დამატებითი ფილიალის გახსნის თვალსაზრისით, ისე ბრუნვის მოცულობის კუთხით. კონკრეტულად, 2024 წელს აუთლეტ ტიპის 1 მაღაზია”გლდანი მოლში” დავამატეთ და ამჟამად, საქართველოში, ჯამში 17 მაღაზია გვაქვს.
რაც შეეხება პროდუქციის ფასებს – 2023 წელთან შედარებით 2024 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით, 8.5%-ით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი მომწოდებლის ფინანსური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჩვენს კომპანიაში ფასებს ადგენს”, – აცხადებს ნიკა ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – კომპანია მიმდინარე წელს გაფართოებას რეგიონების კუთხით გეგმავს.
