საქართველოში ჩეხეთის ელჩი – სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული

სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია”, – წერს კუბერნატი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე