ირაკლი ზარქუა – სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო „სამშობლოს ღალატის“ მუხლი კანონებიდან, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო – ის, ვინც ქვეყანასა და ეკლესია მტრობს, მკაცრად გასამართლდება

სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო – წინმსწრებად, “ემანდ” რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, მკაცრად გასამართლდება.
„იცით, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო. ამიტომ წინმსწრებად, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს – ეს იყო არგუმენტი. ჩვენ დავაბრუნეთ დღის წესრიგში [“სამშობლოს ღალატის” მუხლი], რადგან გვგონია, ჩვენ რასაც ვისმენთ – რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ჩვენ, არამედ სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება