დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს

დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს
არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს „ტვ პირველის“ ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს და სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჯიოშვილს სამშობლოს გაყიდვაში აღებული გროშები ახარებს და აბედნიერებს, სწორედ ეს არის მოღალატის სახე.
„ არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს „ტვ პირველის“ ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს. იცით რა არის სამწუხარო, ჯიოშვილს სამშობლოს გაყიდვაში აღებული გროშები ახარებს და აბედნიერებს, აი ეს არის მოღალატის სახე, რომელიც 30 ვერცხლად სამშობლოს ყიდის და სინანულის ნაცვლად ბედნიერებას არის მიცემული, ეს ადამიანები იუდაზე დიდი გამყიდველები არიან, რადგან იუდამ შეიცნო საკუთარი დანაშაული “დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდაი” ესენი კი? საკუთარ დანაშაულს ვერ ხვდებიან,“- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ – დავით მათიკაშვილი

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში